გადახდა, მიტანა და დაბრუნება

შეკვეთის გადახდა

ჩვენ ვიღებთ Visa, Mastercard და American Express (AMEX) საკრედიტო და სადებეტო ბარათებს. გადახდის ინფორმაცია (მაგალითად, პლასტიკური ბარათის ნომერი) არ ინახება ჩვენს სერვერებზე, არამედ უსაფრთხოდ მუშავდება ჩვენი პარტნიორი ბანკის ან გადახდის პროვაიდერის მიერ მხოლოდ ონლაინ გადახდის მიზნებისთვის. ყველა ტრანზაქცია დაცულია 256 ბიტიანი SSL შიფრაციით. ონლაინ გადახდის პროცესისას, მომხმარებელი თანხმდება არჩეული გადახდის მეთოდის კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და მომსახურების პირობებს, რომლებიც მოცემულია შესაბამის ვებსაიტზე.

შეკვეთის მიტანა

შეკვეთა შეიძლება მიტანილი იქნას სხვადასხვა მიწოდების მეთოდით. პროდუქტ(ებ)ი მიეწოდება შეკვეთის ფორმაში მითითებულ მისამართზე შერჩეულ ქვეყანასა და ქალაქში.

მიტანის ღირებულება ითვლება შეკვეთის შეჯამების გვერდზე. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში (მაგალითად, მასიური ან დიდი რაოდენობის შეკვეთების დროს ერთ მიმღებზე) მიტანის ღირებულება შეიძლება შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ წინასწარ დაგიკავშირდებით საუკეთესო ვარიანტის შესათანხმებლად. შეკვეთები მიეწოდება მხოლოდ კურიერით. თუ მისამართი უნდა შეიცვალოს, აუცილებელია ჩვენი (ან კურიერის) ინფორმირება რაც შეიძლება მალე. თუ მომხმარებელი შეთანხმებულ დროს ადგილზე არ იქნება, შეკვეთა დაბრუნდება საწყობში და მომხმარებელი პასუხისმგებელი იქნება მისი ხელმეორედ მიტანისთვის და შესაბამისი ტარიფის გადახდისთვის.

მიტანის დრო დამოკიდებულია შეკვეთის მიმღების მდებარეობაზე: თბილისი – შეკვეთიდან 24 საათის განმავლობაში; რეგიონები – 3 სამუშაო დღემდე. შაბათ-კვირისა და დღესასწაულების შემთხვევაში, მიტანის დრო დაითვლება მომდევნო სამუშაო დღიდან.

ასევე შესაძლებელია ამჟამად მარაგში არარსებული პროდუქტის შეკვეთა, რომელიც გამოიგზავნება როგორც კი ხელმისაწვდომი იქნება. მიტანის დრო წინასწარ უნდა იყოს შეთანხმებული.

საერთაშორისო მიწოდება

ჩვენ შეგვიძლია შეკვეთის გაგზავნა იმ ტერიტორიაზე, რომელიც შეკვეთის ფორმაში არ არის მითითებული, მაგრამ დაკავშირებული ხარჯები და პირობები წინასწარ უნდა იქნას განსაზღვრული და შეთანხმებული, ამისათვის დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: info@chigogidzewines.com

ტელ.: +995 577 02 99 11

დაბრუნება და ანაზღაურება

შეკვეთის დაბრუნება შესაძლებელია 3 დღის განმავლობაში, იმავე მდგომარეობაში, როგორიც იყო მიწოდებისას. პროდუქტის დაბრუნება შეუძლებელია, თუ შეფუთვა გახსნილია, დაზიანებულია ან გამოყენებულია.

სრული ანაზღაურება ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაბრუნების პირობები დამაკმაყოფილებელია.