საუკეთესო ღვინო საუკეთესო ხალხისთვის

Chigogidze Wines —ეროვნული ღვინოები ქვევრიდან და ევროპული ტექნოლოგიებით დამზადებული ღვინოები

ამაღელვებელი საქართველო

ჩვენთვის — ეს მთებია, რომლებიც თავიანთ ხავერდოვან კალთებს რბილი ქათქათა ღრუბლებით მოსავენ და თავისი წარმტაცი სილამაზით ხან სუნთქვას შეგვიკრავენ, ხან გულს აგვიჩქროლებენ.

ქართველები გამოირჩევიან მრავალფეროვანი და მრავალსაუკუნოვანი კულტურით, შესანიშნავი მრავალხმიანი ფოლკლორით და უგემრიელესი სამზარეულოთი . სათუთად ინახავენ ტრადიციებს და თავდავიწყებით უყვართ სიცოცხლე. მათი გულისა და სახლის კარი ყოველთვის ღიაა ნებისმიერი სტუმრისთვის, რათა თავი ისე იგრძნოს, როგორც საკუთარ სახლში.

დაწვრილებით

ქვევრის ღვინის წარმოების ხელოვნება

ქვევრის ღვინოები - უძველესი ქართული კულტურის ნაწილია. უზარმაზარ - რამდენიმე ასეულობით ან ათასობოთ ლიტრის ტევადობის - თიხის ქვევრებს ღრმად მიწაში ათავსებენ და მათში აყენებენ ყურძნის წვენსა და ჭაჭას. ქვევრის მიწაში მოთავსება დუღილისთვის ოპტიმალური ტემპერატურის შენარჩუნების საშუალებას იძლევა, ხოლო საქვევრე თიხის შემადგენლობაში შემავალი კირქვა და ძვირფასი ლითონები ანტისეპტიკის როლს ასრულებენ და ხელს უწყობენ დუღილისთვის საჭირო ბაქტერიების რაოდენობის არსებობას.

ეს, ხელოვნებამდე აყვანილი პროცესი, გამოცდილებას, ყურადღებასა და აღმაფრენას მოითხოვს. ამიტომ Chigogidze Wines -ის ყოველი ახალი პარტია - ნამდვილი ქმნილებაა.

თიხის ჭურჭლის ღვინოებს , ქვევრის ღვინოებს - საქართველოში ამზადებენ უკვე დაახლოებით რვა ათასი წელია. ქვევრის ღვინოები ქართული ღვინის წარმოების სიმბოლოდ იქცა და პოპულარობით სარგებლობს მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით მათი დაგემოვნება შესაძლებელია თითქმის ყველა ქვეყნის რესტორნებსა და ღვინის ბარებში.

ჯილდოები

ალექსანდროული
ალექსანდროული
20 th Japan Wine Challenge
წელი: 2017
მოსავლის წელი: 2015
მდებარეობა: ტოკიო
მედალი: ვერცხლისფერი
International Wine Challenge
წელი: 2017
მოსავლის წელი: 2015
მდებარეობა: ლონდონი
მედალი: ვერცხლისფერი
საფერავი
საფერავი
20th Japan Wine Challenge
წელი: 2017
მოსავლის წელი: 2015
მდებარეობა: ტოკიო
მედალი: Regional Trophy for the Best Red Wine for Georgia
20th Japan Wine Challenge
წელი: 2017
მოსავლის წელი: 2015
მდებარეობა: ტოკიო
მედალი: პლატინა
ყველა ჯილდო

გეოგრაფია

ჩიგოგიძის ღვინის ქარხანა მდებარეობს სოფელ კავთისხევში, აქვე არის განთავსებული ჩვენი კერძო ვაზის მეურნეობა. ღვინის ცალკეული ჯიშებისთვის ჩვენ ვიძენთ ნედლეულს სამეგრელოს, რაჭის, იმერეთისა და კახეთის რეგიონებშიც, ყოველთვის პირადად ვამოწმებთ მისი მოყვანის პირობებს, ჩვენ ვარჩევთ ყურძენს, რომლისგანაც ზუსტად ვიცით, რომ მსოფლიოში საუკეთესო ღვინო მიიღება.

ღვინის ქარხანა Chigogidze Wines

ჩვენს მიზანს წარმოადგენს ყურძნის ისეთი იშვიათი ან დაკარგული ჯიშების აღორძინება და პოპულარიზება, როგორიც არის თავკვერი, შავკაპიტო, ჩინური. ამ მიზნის მისაღწევად ჩვენ ვყიდულობთ მიწებს, რომლების ნიადაგი და გეოგრაფიული მდებარეობა იდეალურად შეესაბამება ვაზის აღნიშნული ჯიშების გახარებას.

ჩიგოგიძის ღვინის ქარხნის, ისევე როგორც ბევრი ადგილობრივი ღვინის მწარმოებლის ისტორია, იწყებოდა ხმაურიანი ოჯახური სუფრებით და შინაური არომატული ღვინის დაგემოვნებით. დაწვრილებით

ღვინის ქარხნის დამფუძნებელი

ტელეკომუნიკაციებისა და მედიის სფეროში მოღვაწე ბიზნესმენისა და კერძო ინვესტორის ზურაბ ჩიგოგიძის გატაცებად იქცა ღვინის წარმოების კულტურა. მან შეძლო ისეთი ბრენდის შექმნა, რომელიც შორს გასცდა საუკეთესო ღვინის წარმოების ჩარჩოებს. Chigogidze Wines - ასახულია საქართველოს გული, მისი ისტორია და ატმოსფერო. დარგის საუკეთესო ტექნოლოგიების ცოდნასა და მშობლიური ქვეყნის მიმართ თავის გულწრფელ სიყვარულზე დაყრდნობით, საკუთარი თავის წინაშე დაისახა ახალი ამბიციური მიზანი: შეექმნა საქართველოსთან ასოცირებული დაუვიწყარი სიამოვნების კიდევ ერთი სიმბოლო. ამჟამად პროექტი ატარებს არაკომერციულ ხასიათს და საფუძვლად უდევს ქართული ღვინის, მისი წარმოებისა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია. დაწვრილებით

სადეგუსტაციო ცენტრი და რესტორანი

სულ მალე შესაძლებელი გახდება ჩიგოგიძის ღვინოების მრავალფეროვნების შეფასება და თქვენთვის სასურველი ღვინის შეძენა, ქართული საავტორო სამზარეულოს სამყაროში ჩაფლობა და ჩვენი უძველესი კულტურული სიდიდეებით მოხიბვლა. სადეგუსტაციო ცენტრი, რესტორანი და ღვინის საფირმო მაღაზია გაიხსნება თბილისის შუაგულში მდებარე ორბელიანების შუა საუკუნეების კოშკში. ისევე, როგორც ჩვენი ღვინოები, კოშკიც ინახავს საქართველოს უძველეს საიდუმლოებებს და კომფორტის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება. სულიერი დასვენების საშუალებას იძლევა, ხოლო სხეულს კი ენერგიით მუხტავს.

საქართველო, თბილისი, იური გაგარინის ქ. № 24, 0160

შეკვეთის გაფორმება

შეკვეთის შემადგენლობა
Горули мцване-чинури გორული მწვანე -ჩინური
50 лари
50 лари
Александроули ალექსანდროული
60 лари
60 лари
Царапи წარაფი ქვევრი
55 лари
55 лари
Манавис Мцване მანავის მწვანე ქვევრი
55 лари
55 лари
Тавквери розе თავკვერი როზე
50 лари
50 лари
Киси квеври ქისი ქვევრი
55 лари
55 лари
Хашмис Саперави квеври ხაშმის საფერავი ქვევრი
55 лари
55 лари
Хихви Квеври ხიხვი ქვევრი
55 лари
55 лари
Бренди "ТАМАР" VSOP ბრენდი "თამარ" VSOP
100 лари
100 лари
Манавис Мцване მანავის მწვანე
50 лари
50 лари
Саперави საფერავი
50 лари
50 лари
Вишневое вино ალუბლის ღვინო
60 лари
60 лари
Чача ჭაჭა
70 лари
70 лари
მიწოდება უფასო
ფასდაკლება: 0%
სულ: 0 лари
შეიყვანეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია
მიმღები ქალაქი
მისამართი
გადახდის პირობები
კომენტარი შეკვეთაზე
ფორმის შევსებისას, თქვენ ეთანხმებით პერსონალური მონაცემების с დამუშავების წესებს. ჩვენ არ ვაგზავნით სპამს. თქვენი e-mail-ი და ტელეფონი გამოიყენება მხოლოდ მოთხოვნის დასამუშავებლად.